ამორუზო: ტევესის შეცვლა მხოლოდ კავანის შეუძლია
Aa
Aa

ამორუზო: ტევესის შეცვლა მხოლოდ კავანის შეუძლია

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ამორუზომ, კარლოს ტევესის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და მისი გაყიდვის შემთხვევაში „ბიანკონერის“ ედინსონ კავანის შეძენა ურჩია.

„ტევესის ჩანაცვლება ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. არგენტინელი საკმაოდ განსხვავებული ხასიათისა და სტილის მოთამაშეა. დიბალას მისი შეცვლა ნამდვილად არ შეუძლია. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ამის გაკეთება ძალუძს, ეს ედინსონ კავანია. იმ შემთხვევაში, თუ ტევესმა „იუვენტუსის“ რიგები დატოვა, ტურინულმა კლუბმა კავანის შესაძენად ყველაფერი უნდა გააკეთოს“ - განაცხადა ნიკოლა ამორუზომ.

შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესი ძალიან ახლოსაა „ბოკა ხუნიორსში“ გადასვლასთან. „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ კი განაცხადა, რომ მის შემცვლელად მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდს, მარიო მანძუკიჩს განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები