ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ყველაფერი გაირკვა - ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ითამაშებს

ამ მომენტისთვის საჩოგბურთო სამყაროში არაფერი საინტერესო არ ხდება. სულ მალე კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა გაიმართება.

სერბული მედია კი ამ ფაქტთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეს გვთავაზობს. ცნობილი ხდება, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ყველანაირი პრობლემის გარეშე შეძლებს ავსტრალიაში ჩაფრენას და ტურნირში მონაწილეობის მიღებას.

ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიკ ტილიმ კომენტარი გააკეთა.

„ჯოკოვიჩს ავსტრალიაში მივესალმებით. ვფიქრობ, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ ის ადელაიდაში მიემგზავრება. ნოვაკი იქნება მოთამაშე, რომელიც აუცილებლად უნდა დაამარცხო, თუ ტიტულის მოგება გინდა.“

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიაში იმის გამო არ შეუშვეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ იყო აცრილი. ჩემპიონი კი რაფაელ ნადალი გახდა.

ცნობისთვის, 2023 წელს, ავსტრალიის ღია პირველობა 15 იანვარს დაიწყება და 29-ში დასრულდება. ამ მომენტისთვის, ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დათუნაშვილი: “იყო საუკეთესო იქ, სადაც ჯოკოვიჩი არსებობს დიდი პატივია“
დათუნაშვილი: “იყო საუკეთესო იქ, სადაც ჯოკოვიჩი არსებობს დიდი პატივია“