ნოვაკ ჯოკოვიჩი, ზურაბ დათუნაშვილი
Aa
Aa

დათუნაშვილი: “იყო საუკეთესო იქ, სადაც ჯოკოვიჩი არსებობს დიდი პატივია“

2022 წელი სრულდება და ყველა ქვეყანაში წლის საუკეთესო სპორტსმენებს ასახელებენ. გამონაკლისი არც სერბეთი გახლავთ, სადაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქართველი ზურაბ დათუნაშვილი გახდა, რომელიც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გახლავთ. ზურაბმა თვით ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა.

აღიარების შემდეგ, ქართველმა მოჭიდავემ კომენტარი გააკეთა.

დათუნაშვილი:

„მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას ვუხდი. იყო საუკეთესო ისეთ ქვეყანაში, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩი და წყალბურთელები არსებობენ ჩემთვის დიდი პატივია. მე მიყვარს სერბეთი! მე მიყვარს ბელგრადი! მე მიყვარს აქაური ჩემი მეგობრები! ეს ჩემი მეორე სახლია. სერბეთისთვის კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლებ. მიყვარხართ ყველა, გაუმარჯოს სერბეთს“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის ბოლო რეიტინგი - IJF-ის ლიდერთა სიაში 3 ქართველია!
წლის ბოლო რეიტინგი - IJF-ის ლიდერთა სიაში 3 ქართველია!