რეალი, დორტმუნდი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

100 მილიონი - რეალმა დორტმუნდს ბელინგემის თაობაზე მიმართა

მადრიდის „რეალი“ ნელ-ნელა ლუკა მოდრიჩის შემცვლელზე იწყებს ფიქრს. „ბლანკოსს“ შესაძლოა ტონი კროოსის შემცვლელის ძიებაც მოუწიოს, რადგან გერმანელი ნახევარმცველი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

„სამეფო კლუბი“ აქტიურად ცდილობს ჯუდ ბელინგემის გადაბირებას. კარლო ანჩელოტის ინგლისელი ნახევარმცველი ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურდა და ახლა სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდულმა გრანდმა „დორტმუნდის ბორუსიას“ 100-მილიონი შეთავაზება გაუკეთა და ჯუდს წლიურად ხელფასის სახით 12 მილიონი ევროს დაჰპირდა. ჯერჯერობით არც კლუბს და არც ფეხბურთელს პასუხი არ გაუცია.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველით „მანჩესტერ სიტი“ და „ლივერპული“ ინტერესდებიან. BBC-ს ცნობით, ბელინგემის ოჯახის პრიორიტეტი „ლივერპულია“, მაგრამ „ბლანკოსი“ მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს. ცნობისთვის, „რეალს“ მისი შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი „დორტმუნდის ბორუსიას“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ბელინგემმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 112-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ გაუშვით ასე სწრაფად?“ - ბენზემას ყოფილი აგენტის სკანდალური პოსტი და ვიდეო
„რატომ გაუშვით ასე სწრაფად?“ - ბენზემას ყოფილი აგენტის სკანდალური პოსტი და ვიდეო