საქართველოს პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა
Aa
Aa

საქართველოს პრეზიდენტმა ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, გიორგი მარგველაშვილმა ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი პირადად გადასცა.

პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ცერემონიას, ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და Golden State Warriors-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

წყარო: interpressnews.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები