თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

ორმაგი დუბლი - შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მოაგებინა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მეტად საინტერესო მატჩი გაიმართა. „ვირტუს ბოლონია“ „პესაროს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში, Over Time-ის შემდეგ 87:82 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა, რომელსაც ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. ქართველი კალათბურთელი, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, ხოლო პარკეტზე 38 წუთი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 19 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. როგორც ხედავთ, თორნიკემ ორმაგი დუბლი შეასრულა, მაგრამ ამაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ მან 19-დან 6 ქულა Over Time-ში ჩააგდო და „ვირტუს ბოლონიას“ გამარჯვებაში ფუნდამენტური როლი შეასრულა. აქედან გამომდინარე, თოკო მატჩის MVP გახდა.

ცნობისთვის, შენგელიამ 8-დან 8 საჯარიმო ზუსტად შეასრულა, შვიდი 2-ქულიანიდან 4 იყო ზუსტი, ხოლო ორი 3-ქულიანიდან 1 ჩააგდო. ქართველმა კალათბურთელმა 10 მოხსნიდან 9 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის.

ასევე გეტყვით, ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს იტალიური კლუბი 2 იანვარს „ოლიმპია მილანოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
GFF Awards - 2022 წლის საუკეთესოები ცნობილია
GFF Awards - 2022 წლის საუკეთესოები ცნობილია