საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში

საქართველოს ჩემპიონატში 150-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და მედლები ტრადიციულად, 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

შედეგებით გამოიკვეთა საქართველოს ნაკრების ის ბირთვი, რომელიც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობაში მოსახვედრად გააგრძელებს ბრძოლას.შიდა კონკურენცია ძალიან დაძაბულად წარიმართა. ნაკრების რამდენიმე გამოცდილმა და ტიტულოვანმა წევრმა ახალ წონით კატეგორიაში სცადა ბედი. სწორედ ახალ წონებში გახდნენ ჩემპიონები რამაზ ზოიძე, იური ლომაძე და რობერტ კობლიაშვილი.

ყველაზე შედეგიანად საქართველოს ჩემპიონატზე აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენლები გამოვიდნენ და საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი სწორედ აჭარის გუნდს ერგო.

იანვრიდან, საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა საწვრთნელ შეკრებებზე გადავა და საერთაშორისო ტურნირებშიც ჩაერთვება. ევროპის ჩემპიონატს კი 17-23 აპრილს ზაგრები უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონები კი გახდნენ :

55 კგ. - გიორგი თოხაძე

60 კგ. - რომეო ბერიძე

63 კგ. - გიორგი შოთაძე

67 კგ. - ჯონი ხეცურიანი

72 კგ. - რამაზ ზოიძე

77 კგ. - ირაკლი ლომაძე

82 კგ. - გელა ბოლქვაძე

87 კგ. - გურამ ხეცურიანი

97 კგ. - რობერტ კობლიაშვილი

130 კგ. - იაკობ ქაჯაია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები