L'Equipe:
Aa
Aa

L'Equipe: "ბარსელონა" დემბელეს შეუთანხმდა!

ფრანგული გამოცემა L'Equpie-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" "დორტმუნდის" 20 წლის შემტევ უსმან დემბელესთან შეთანხმებას მიაღწია.

ფეხბურთელმა "ბლაუგრანაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და ჯერი ახლა კლუბებს შორის სატრანსფერო ფასზე მოლაპარაკებაზეა. 

დორტმუნდელები თავიანთი ფრანგი ტალანტის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ. "ბარსას" ბოსებს ეს თანხა ეძვირებათ და ცდილობენ, გერმანელებს დემბელეს ფასი დააწევინონ.

უსმან დემბელე "სიგნა იდუნა პარკზე" გასულ ზაფხულს ფრანგული "რენიდან" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები