ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 5 ჩემპიონი გამოვლინდა
Aa
Aa

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 5 ჩემპიონი გამოვლინდა

საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ბათუმში იმართება. ხუთ წონით კატეგორიაში საუკეთესო მოჭიდავეები გამოვლიდნენ. გიორგი თოხაძე, გიორგი შოთაძე, რამაზ ზოიძე, გელა ბოლქვაძე და რობერტ კობლიაშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ რობერტ კობლიაშვილმა საქართველოს ჩემპიონობა მეათედ იზეიმა.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი დღის შედეგები:

55 კგ: 1. გიორგი თოხაძე (ოზურგეთი), 2. რამაზ სილაგავა (მარტვილი), 3. რაშად ორუჯოვი (მარნეული), 3. ლუკა ჯავახაძე (ოზურგეთი)

63 კგ - 1 გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი), 2 ბექა გურული (რუსთავი), 3 ქერიმ მაჩალიკაშვილი (აჭარა), 3 გიორგი გუჯაბიძე (ოზურგეთი)

72 კგ - 1 რამაზ ზოიძე (აჭარა), 2 ოთარ აბულაძე (აჭარა), 3 გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი), 3 ნიკა ყორშია (ხობი)

82 კგ - 1 გელა ბოლქვაძე (აჭარა), 2 ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი), 3 ბექა გურული (რუსთავი), 3 ბექა ქობულაძე (ქუთაისი)

97კგ - 1 რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი) 2 გიორგი მელია (სამტრედია) 3 ლაშა ტვილდიანი (თბილისი) 3 კახა კალანდაძე (ოზურგეთი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები