Corriere dello Sport:
Aa
Aa

Corriere dello Sport: "ბოლონია" მჭედლიძის ვარიანტს განიხილავს

იტალიურ მედიაში დღეს გავცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან მჭედლიძე სერია A-ს ბინადარ "ბოლონიას" ინტერესთა სფეროში მოექცა.

რამდენიმე თვის წინ, იტალიურმა გუნდმა მჭედლიძის ვარიანტი პრიორიტეტთა სიიდან ამოიღო. მათი მთავარი ფავორიტი "ტერნანას" ყოფილი ფორვარდი და ამჯერად თავისუფალი აგენტი ფერნანდო ავენატი იყო.

Corriere dello Sport-ის ცნობით, როგორც დღეს გაირკვა ავენატიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. მას ტრავმა აწუხებს და ბოლომდე მზად არ არის. ამის გათვალისწინებით "ბოლონია" ქართველ ფორვარდს მიუბრუნდა და ტრანსფერის ალბათობა გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძის გუნდი "ემპოლი", გასულ სეზონში სერია A-დან გავარდა.

ლევან მჭედლიძის ანგარიშზე "ემპოლის" მაისურით 144 მატჩში მხოლოდ 17 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები