დე ლაურენტისი: „ნაპოლიში“ შესაძლოა მხოლოდ იტალიელებმა ითამაშონ
Aa
Aa

დე ლაურენტისი: „ნაპოლიში“ შესაძლოა მხოლოდ იტალიელებმა ითამაშონ

„Rai Sport“-ის ეთერში საუბრისას, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მომავალ სეზონში კლუბი აქცენტს მხოლოდ ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებზე გააკეთებს.

„ნაპოლიში“ მხოლოდ იტალიელი ფეხბურთელები ითამაშებენ. მე ეს იდეა მას შემდეგ მომივიდა, როდესაც კლუბის უცხოელმა მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ მათ არ სურდათ „ევროპა ლიგაზე“ ასპარეზობა. ჩვენ მათი გაყიდვა მოგვიწევს და შანსი აუცილებლად ახალგაზრდა იტალიელებს უნდა მივცეთ. მე მჯერა, რომ ისინი დიდებული ფეხბურთელები გახდებიან და „ნაპოლისთან“ ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევენ“ - განაცხადა დე ლაურენტისმა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები