სრული სიგიჟე! ნეიმარის რამდენი მაისური გაიყიდა ტრანსფერიდან 2 დღეში?
Aa
Aa

სრული სიგიჟე! ნეიმარის რამდენი მაისური გაიყიდა ტრანსფერიდან 2 დღეში?

როგორც ჩანს, ნეიმარი რეკორდების დამხობას განაგრძობს.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გადავიდა, სულ 2 დღე გავიდა და ამ დროის განმავლობაში, ნეიმარის 10 000-ზე მეტი მაისური გაიყიდა.

ნეიმარს პარიზში მეფესავით ექცევიან, მასაც სწორედ ეს სურდა. მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ითამაშოს გუნდში, რომლის უპირობო ლიდერიც იქნება და მთელი ტაქტიკა მასზე აეწყობა.

საერთოდაც, მსოფლიო ჩემპიონატის გარეშეც, ბრაზილიელი 25 წლისაა და უკვე დრო იყო თავისი სიტყვა ეთქვა. "ბარსელონაში" მესისა და სუარესის ფონზე იგი იჩრდილებოდა. დიახ, მხოლოდ მესის ფონზე არა. სუარესს გუნდისთვის გაცილებით მეტი სარგებელი მოჰქონდა, ვიდრე ნეიმარს. ამაზე შედეგებიც მეტყველებენ. ურუგვაელი, გუნდში უფრო კომფორტულადაც გრძნობდა თავს.

საბოლოოდ, ნეიმარის ეს ნაბიჯი მაინც არ არის ოპტიმალური, რადგან მას ინგლისის პრემიერლიგიდანაც ჰქონდა წინადადებები. მანჩესტერული გუნდები, "სიტი" და "იუნაიტედი" აქტიურად ცდილობდნენ მის გადაბირებას. თუ, ლიდერობა და საკუთარი თავის 100%-ით წარმოჩენა სურდა, უმჯობესი იქნებოდა ლიგა 1-ზე გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში ეთამაშა.

საშუალო დონის ფრანგულ კლუბებთან პაექრობა და მათი დამარცხება, ბევრს არაფერს ნიშნავს. მესისთან და რონალდუსთან კონკურენცია და ოქროს ბურთის მოპოვება, საფრანგეთის ჩემპიონატიდან ძალიან ძნელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველობა, უკვე დიდი ხანია რაც ევროპის წამყვან ჩემპიონატთა ხუთეულში აღარ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები