1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 წლის ბავშვი კომაშია - არგენტინაში ზეიმს მსხვერპლი მოჰყვა
Aa
Aa

1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 წლის ბავშვი კომაშია - არგენტინაში ზეიმს მსხვერპლი მოჰყვა

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, არგენტინის ნაკრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდა და გულშემატკივრებთან ერთად, მუნდიალის მოგება იზეიმა. ბუენოს აირესის ქუჩებში 4 მილიონამდე ადამიანი გავიდა და „ალბისელესტეს“ წარმატება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნეს.

არგენტინული პრესის ინფორმაციით, გუშინდელ დღეს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ბუენოს აირესში მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან 24 წლის მამაკაცი გადმოვარდა და იგი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

Ole-ს ცნობით, ქალაქ გონსალეს კატანში წაიქცა ბოძი, რომელზეც 3 ადამიანი იყო ასული. ჩამოვარდნის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მყოფი 4 ადამიანი დააზიანა და მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მარ დელ პლატაში, ქანდაკების ნაწილი ჩამოვარდა და 5 წლის ბიჭუნას თავში მოხვდა. იგი კომაში იმყოფება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. Tyc Sports-ის მიხედვით, რამდენიმე ქალაქში გულშემატკივრებს შორის შეტაკებები იყო. დაზიანება 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო და ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, მძიმე მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ სკალონის შეგირდებმა ფინალში წინა მუნდიალის გამარჯვებული საფრანგეთი დაამარცხეს. ძირითადი დრო ფრე 2:2 დასრულდა. გუნდებმა ერთმანეთს დამატებით დროში თითო გოლი გაუტანეს და საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ალბისელესტემ“ 4:2 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიზანი ინტერ მაიამია - ბუსკეტსს ბარსელონას დატოვება სურს
მიზანი ინტერ მაიამია - ბუსკეტსს ბარსელონას დატოვება სურს