Aa
Aa

"რეალის" ვარიანტები: ბარტერი, ან 90 მილიონი "მანჩესტერისგან", მბაპე...

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს, უკვე ბევრი ხმაურიანი გარიგება შედგა. 2017 წლის ზაფხული უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს! ახალი ამბავი არ არის, რომ მალე "ბარსა" ხმაურიან ტრანსფერებს გააოფიციალურებს. როგორც ჩანს, კატალონიელებს არც "რეალი" ჩამორჩება.

პრესაში რამდენიმეჯერ დაიწერა, რომ "ბლანკოსის" უელსელ ნახევარმცველს გარეთ ბეილს მადრიდის დატოვება და ინგლისში დაბრუნება სურს.

აგვისტოში "რეალი" გააქტიურებას გეგმავს. ზიდანის გუნდი პირველ ნაბიჯებს უკვე დგამს. სამეფო კლუბი კილიან მბაპეს შეძენას მთელი ძალებით ცდილობს.

დღეს, ესპანურ პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა. გარეთ ბეილმა ლუკა მოდრიჩს უთხრა, რომ პრემიერლიგაში დაბრუნება და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს.

ივლისში "წითელმა ეშმაკებმა" მადრიდელებს ბეილის სანაცვლოდ უკვე შესთავაზეს 90 მილიონი ფუნტი, თუმცა უარი მიიღეს.

თავის მხრივ, "რეალი" დავიდ დე ხეას შეძენით უკვე დიდი ხანია დაინტერესბულია. შესაძლოა, გუნდებს შორის ბარტერი შედგეს. "წითელი ეშმაკები" ესპანელებს დავიდ დე ხეასა და გარკვეულ თანხას შესთავაზებენ, სანაცვლოდ კი გარეთ ბეილს მიიღებენ. ამ შემთხვევაში ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩება.

თუ, ბეილი გუნდს დატოვებს, ამ შემთხვევაში "რეალი" მბაპეს შეძენას შეეცდება. მადრიდელებს უელსელის სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღება სურთ, რომ მბაპეს ტრანსფერი განახორციელონ. "მანჩესტერთან" ბარტერის შემთხვევაში კი ამის გაკეთება გაუჭირდებათ.

ვნახოთ, რომელი ვერსია აღმოჩნდება რეალური. შესაძლოა, არცერთი მათგანი არ განხორციელდეს, თუმცა ამის ალბათობა ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები