Aa
Aa

"დორტმუნდი" მორიგ ტალანტს უშვებს - ემრე მორი "ინტერში" ითამაშებს

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ "დორტმუნდის" თურქი გარემარბი ემრე მორი რამდენიმე დღეში მილანის "ინტერის" ფეხბურთელი გახდება.

20 წლის ტალანტი მეორე იქნება, რომელიც "სიგნალ იდუნა პარკს" ამ ზაფხულში დატოვებს. მოგეხსენებათ, რომ უახლოეს 2 დღეში უსმან დემბელეს "ბარსელონაში" ტრანსფერის გაოფიციალურებას ელიან.

მორი იტალიურ გრანდში 1 წლიანი არენდით ითამაშებს, რომლის სანაცვლოდ გერმანული კლუბი 2 მილიონ ევროს მიიღებს. სეზონის დასრულების შემდეგ, "ინტერს" ფეხბურთელის გამოსყიდვა 10 მილიონად შეეძლება.

"დორტმუნდის" მაისურით ემრე მორმა გასულ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა. მისი მონაგარი 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა იყო.

წყაროს ვარაუდით, ფეხბურთელი მილანში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები