რონალდინიო: ნეიმარი „ბარსელონაში“ საკუთარ ისტორიას დაწერს
Aa
Aa

რონალდინიო: ნეიმარი „ბარსელონაში“ საკუთარ ისტორიას დაწერს

კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდამ, რონალდინიომ ინტერნეტ-გამოცემა „Sport“-თან ინტერვიუში საკუთარ თანამემამულე, ნეიმარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მალე ის „ბარსელონას“ საკვანძო ფეხბურთელი გახდება.

„ნეიმარი ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა მან კლუბთან ერთად უკვე ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია. მალე ის „ბარსელონას“ საკვანძო ფეხბურთელიც გახდება და როგორც სხვა ლეგენდარული ბრაზილიელები, კატალონიურ კლუბში ნეიმარიც საკუთარ ისტორიას დაწერს. რონალდო, რომარიო და რივალდო, „ბარსელონაში“ დიდებულად თამაშობდნენ და ამ კლუბში საკუთარი კვალი დატოვეს. ახლა კი, ამ გზას ნეიმარი აგრძელებს და მან საკუთარი წინამორბედების შედეგები უნდა გააუმჯობესოს“ - განაცხადა რონალდინიომ

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნეიმარმა „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, „სამეფო თასი“ და „ჩემპიონთა ლიგა“ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები