Aa
Aa

"ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით დემბელემ კომენტარი გააკეთა

მას შემდეგ რაც "ბარსელონამ" ნეიმარი გაყიდა, არ წყდება საუბრები იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს ბრაზილიელს.

"ბლაუგრანაში" გადასვლის ყველაზე დიდი შანსი უსმან დემბელეს, ფელიპე კოუტინიოსა და კილიან მბაპეს აქვთ.

დღეს, დემბელემ მადრიდულ AS-თან კომენტარი გააკეთა და "ბარსაში" გადასვლის შანსებზე ისაუბრა.

"ამის შესახებ პრესაში დაწერილ ინფორმაციას გავეცანი. "ბარსელონა" დიადი გუნდია, რომელშიც თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ის ფაქტი, რომ მე მათ სატრანსფერო სიაში ვიმყოფები ძალიან ამაყს მხდის. მაგრამ, მოდით დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები". - ამბობს დემბელე.

20 წლის ფრანგს, ნეიმარის ტრანსფერზე ჰკითხეს, რაზეც უპასუხა, რომ "ნეიმარის წასვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მას თავისი მიზეზები ჰქონდა". - განუცხადა დემბელემ AS-ს.

შეახსენებთ, რომ ესპანური მედიის ცნობით "ბარსა" ნეიმარის ჩანაცვლებას ერთი კონკრეტული მოთამაშით არ აპირებს და ისინი 3-4 ტრანსფერს განახორციელებენ, რომელიც 1 მცველისგან, 1 ნახევარმცველისგან და 2 შემტევისგან დაკომპლექტდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები