სანდრო მამუკელაშვილი, მილუოკი, იუტა
Aa
Aa

ნაყოფიერი მატჩი - მამუკელაშვილმა იუტასთან 23 წუთი ითამაშა

NBA-ს მორიგ ტურში „მილუოკი“ „იუტას“ დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივად 123:97 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება სანდრო მამუკელაშვილისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი და 28 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, სანდრომ 3 ქულას, 8 მოხსნას და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ამით კი საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

მამუკელაშვილმა ერთხელ 2-ქულიანი ისროლა, მაგრამ ზუსტი არ აღმოჩნდა, ხოლო ასევე ერთხელ 3-ქულიანი ისროლა, რომელიც ჩააგდო და ქულები სწორედ ასე დააგროვა. „მამუმ“ 8 მოხსნიდან 4 მეტოქის ფარზე შეასრულა, ხოლო 4 კი საკუთარზე.

„მილუოკის“ მხრიდან საუკეთესო სტატისტიკა ბობი პორტისმა დააფიქსირა, რომელმაც 22 ქულა, 14 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შეგახსენებთ, რომ „ბაქსი“ ამ გამარჯვების შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ“ - შენგელიას ვირტუს ბოლონიამ მაკაბი დაამარცხა
„ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ“ - შენგელიას ვირტუს ბოლონიამ მაკაბი დაამარცხა