შავი ლომი, ლევან მაისაშვილი
Aa
Aa

მაისაშვილი: „ამ გამარჯვებას მთელ ქვეყანას ვულოცავ“

„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ მოიგო.

მატჩის შემდეგ ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და „თელავივ ჰითის“ დამრიგებელმა კევინ მუსიკანტმა ისაუბრეს. კომენტარები საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კევინ მუსიკანტი: „პირველ ტაიმში თამაში არ წაგვივიდა. შესვენების შემდეგ დაბრუნება მოვახერხეთ, მაგრამ ეს სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო ამ სეზონში“.

ლევან მაისაშვილი: „პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და მეორეც კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე რატომღაც მოვეშვით და მეტოქეს სხვაობის შემცირების შესაძლებლობა მივეცით. ეს ‘ჰითის’ დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან კარგი გუნდია. ვფიქრობ, საინტერესო ფინალი გამოვიდა. ვულოცავ ჩემს გუნდს და მთელს ქვეყანას ამ გამარჯვებას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შავი ლომი ევროპის სუპერ თასის გამარჯვებულია
შავი ლომი ევროპის სუპერ თასის გამარჯვებულია