Aa
Aa

სიმეონე "ტოტენჰემში"?

დიეგო სიმეონეს ვაჟის ჯოვანი სიმეონეს მსურველთა რიცხვს ლონდონის „ტოტენჰემიც“ შეემატა.

Daily Mirror-ის თქმით, სიმეონეს თამაში მაურისიო პოჩეტინოს მოსწონს, რომელიც ჯოვანის მამის ყოფილი თანაგუნდელია და „ჩოლოსთან“ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აკავშირებს.

Gazzetta Dello Sport-ს ცნობით, ლონდონელებს „ჯენოასთვის“ ოფიციალური წინადადებით ჯერჯერობით არ მიუმართავთ.

22 წლის სიმეონემ სერია ა-ს გასულ სეზონში 35 თამაშში 12 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები