„მანჩესტერ სიტის“ რადარზე უილშირიც მოხვდა
Aa
Aa

„მანჩესტერ სიტის“ რადარზე უილშირიც მოხვდა

მას შემდეგ, რაც რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერი ჩაიშალა, „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა „არსენალის“ ნახევარმცველ, ჯეკ უილშირზე გადაერთო. როგორც „Daily Mirror“ იტყობინება „ქალაქელები“ მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონურ კლუბს 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზონ. მიუხედავად დიდი თანხისა, სავარაუდოდ არსენ ვენგერი მოთამაშის გაყიდვას არ დათანხმდება, რადგან ფრანგმა სპეციალისტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უილშირი „არსენალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები