Aa
Aa

"მილანს" იბრა და ფალკაო უნდა

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ მარკო ფასონეს განცხადებით, კლუბს სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კიდევ 6-7 სამიზნე ჰყავს.

ფასონემ Sky Sport Italia-სთან საუბრისას მიანიშნა, რომ ამ სიაში რადამელ ფალკაო და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც არიან.

„როსონერის“ აუცილებელი პრიორიტეტი მინიმუმ 1 ცენტრფორვარდის დამატებაა. ვარიანტები კი, ნახსენებ ვარსკვლავთა გარდა,  პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ანდრეა ბელოტი, დიეგო კოშტა და ნიკოლა კალინიჩი არიან.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერზეც „შავ-წითლები“ აქტიურ მოლაპარაკებებს აგრძელებენ, „ბაიერნის“ ტალანტი რენატო სანჩესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები