Aa
Aa

"სან სიროზე" "ევროპა ლიგის" ახალი რეკორდი დამყარდა

"მილანი" ევროტურნირებს წარმატებით დაუბრუნდა და "ევროპა ლიგის" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუმინული "კრაიოვა" ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა.

გუშინ იტალიაში გამართულ შეხვედრაში, "ევროპა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი რეკორდი დამყარდა. "მილანისა" და "კრაიოვას" შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალს 65 763 მაყურებელი ადევნებდა.

აქამდე, საუკეთესო დასწრება 2015/2016 წლების სეზონში, ასევე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დორტმუნდის “ბორუსიასა” და “ვოლფსბურგის” შეხვედრისას დაფიქსირდა, რომელსაც 65 190 გულშემატკივარი დაესწრო.

დასწრების მხრივ "ევროპა ლიგის" აბსოლუტური რეკორდი გასულ სეზონში დამყარდა, როცა "ტოტენჰემისა" და "გენტის" 1/16 ფინალურ თამაშზე, დასწრების მაჩვენებელი 80 465 ადამიანი იყო.

დავამატოთ ისიც, რომ დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად, "მილანი" "ევროპა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში, მაკედონიურ "შკენდიას" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები