წყალბურთი, თბილისის დინამო
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამო მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ბერძნულმა „ვულიაგმენიმ“ შინ თბილისის „დინამო“ 12:7 დაამარცხა. 

პირველი მეოთხედი ბერძნულმა კლუბმა დამაჯერებლად 6:2 მოიგო. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა 3 გოლი შეაგდეს და მხოლოდ 1 გაუშვეს. მესამე პერიოდი ფრედ 1:1 დასრულდა. თბილისის „დინამომ“ მხოლოდ მეოთხედი პერიოდი მოიგო (2:3), თუმცა ცხადია, შეხვედრის სცენარის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართული კლუბის მხრიდან ბესარიონ ახვლედიანმა, იოვან სარიჩმა და სტეფან პიეშივაცმა 2-2 გაიტანეს. მათ გარდა, ერთი გოლი არწიომ ძიხწიარენკამ შეაგდო.

8-გუნდიან ჯგუფში „ჰანოვერი“ და თბილისის „დინამო“ 0 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან. „დინამომ“ სამ შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 47 გაუშვა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში თბილისის „დინამო“ ხორვატულ „იადრანს“ სტუმრად დაუპირისპირდება, შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები