გიორგი ჩიტაური, ვასილ მაისურაძე
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრები თბილისში - ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2024 წლის ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, აღნიშნულ ასაკებში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა.

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრები, რომელმაც მიმდინარე წლის მატჩებში მონაწილეობა 16-წლამდე გუნდის სახელით მიიღო, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

U17 ჯგუფი: საქართველო, დანია, ავსტრია, ლიეტუვა

ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრები, ჩრდ. ირლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში - ესპანეთს, კვიპროსს და მოლდოვას შეხვდება. ჯგუფურ ეტაპს (15-21 ნოემბერი), 17-წლამდელების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც საქართველო უმასპინძლებს.

U19 ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, კვიპროსი, მოლდოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რატომ არის კვარას გამოჩენა საინტერესო?“ - ქეცბაია ხვიჩაზე, მესისა და მუნდიალზე
“რატომ არის კვარას გამოჩენა საინტერესო?“ - ქეცბაია ხვიჩაზე, მესისა და მუნდიალზე