Aa
Aa

"ინტერი" და ვიდალი შეთანხმდნენ, მაგრამ ტრანსფერი მაინც არ გამოვა?

იტალიური გამოცემა Calciomercato Fcinternews-ზე დაყრდნობით წერს, რომ არტურო ვიდალს სერია ა-ში დაბრუნება სურს და მან მილანის „ინტერთან“ 4 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ჩილელ ნახევარმცველს „ნერაძური“ წლიურ ხელფასად 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც მას სერია ა-ს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

სხვა იტალიური გამოცემები წერენ, რომ „ინტერი“, მართალია, მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს, თუმცა ვიდალის დამატება ძალიან გაუჭირდება.

მილანელები მზად არიან, რომ „ბაიერნს“ ვიდალის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გადაუხადონ.

დავამატოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ვიდალის „ალიანს არენადან“ წასვლა 100%-ით გამორიცხულად ჩათვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები