„ლივერპული“ სტერლინგს არ გაყიდის
Aa
Aa

„ლივერპული“ სტერლინგს არ გაყიდის

„Liverpool Echo“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტიმ” რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერთან დაკავშირებით “ლივერპულს” მიმართა. მანჩესტერული კლუბი მზად იყო 20 წლის ფეხბურთელის შესაძენად 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეხადა, თუმცა მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელები 10 მილიონით მეტს ითხოვდნენ. ამიტომაც შეთანხმება ვერ შედგა.

რაჰიმ სტერლინგი „ქუინს პარკ რეინჯერსის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. „ლივერპულის“ რიგებში ის 2010 წელს ჩაირიცხა. 2012 წლიდან კი ძირითად გუნდში თამაშობს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

მიუხედავად მცირე ასაკისა, მან ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 16 მატჩის ჩატარებაც მოასწრო და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები