Aa
Aa

"რეალი" ვასკესს "რომაში" არ უშვებს

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, „რეალმა“ ლუკას ვასკესის „რომაში“ გაშვება იუარა.

„სამეფო კლუბმა“ „ჯალოროსისგან“ 30 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, თუმცა იმის გამო, რომ ვასკესის ტრანსფერზე ინგლისური „ნიუკასლიც“ მუშაობს, იტალიელები უარით გაისტუმრა.

ფლანგის შემტევის პოზიციაზე „რომას“ გაძლიერება სჭირდება და ვასკესის გარდა, მისი ვარიანტები რიად მაჰრეზი, სამირ ნასრი და მუნირ ელ ჰადადია.

26 წლის ვასკესმა „რეალის“ მაისურით გასულ წელს 50 მატჩი ითამაშა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 14 საგოლე პასია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები