Aa
Aa

"ინტერი" და "პსჟ" ფეხბურთელებს გაცვლიან?

Corrire dello Sport-ის ცნობით, „ინტერმა“ და „პსჟ“-მ შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ და ჟოაო მარიო - პარიზის, ხოლო ხავიერ პასტორე მილანის გზას დაადგეს.

„ნერაძური“ ჟოაო მარიოს გაშვებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ „პსჟ“-ს მას პასტორეს ან სერჟ ორიეს დაუთმობს. თუმცა როგორც დღეს დაიწერა, ორიეს ტრანსფერზე ფრანგები „მანჩესტერს“ შეუთანხმდნენ.

„პსჟ“-ს ჟოაო მარიოს დამატება დიდი ხანია უნდა და რა გასაკვირია, რომ მისთვის პასტორეს გამოიყენოს, რომელიც პარიზელთათვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვერაფრით იქცა.

ამ პოტენციური გარიგების ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ჩვენის მხრივ შეგვიძლია დავამატოთ, რომ „ინტერმა“ ჟოაო მარიო გასულ ზაფხულს 45 მილიონ ევროდ შეიძინა. ხოლო „პსჟ“-ს პასტორეს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო აქვს გადახდილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები