უელსის მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოსთან მარცხი არ აპატიეს - უელსმა მთავარი მწვრთნელი გაუშვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებთან მარცხის შემდეგ უელსის რაგბის კავშირმა მათი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, უეინ პივაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

The Guardian-ის ინფორმაციით, უელსური რაგბის მმართველი ორგანო ავსტრალიასთან და საქართველოსთან განცდილი საშინაო მარცხის გამო უკმაყოფილო იყო და ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს 2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ეროვნულ გუნდში ცვლილებები განეხორციელებინათ.

სააგენტოს ცნობით, პივაკს მთავარი მწვრთნელის პოსტზე უელსის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, უორენ გეტლანდი იმუშავებს.

ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს განმარტების გაკეთებაც მოუწიათ:

„ეს არის სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გარემოება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ საკითხს განვიხილავდით და გადავწყვიტეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და ეფექტურად ჩვენივე გუნდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამბობს უელსის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ფილიპსი.

რაც შეეხება გეტლანდს, უელსელი სპეციალისტი ეროვნულ ნაკრებს 12 წლის განმავლობაში წვრთნიდა და თანამდებობა 2019 წელს დატოვა. ამ დროის განმავლობაში მან 124 შეხვედრაში გაიყვანა გუნდი მოედანზე და 3 დიდი სლემთან ერთად ერთხელ 6 ერიც მოიგო. 2011 და 2019 წლებში უელსმა მისი ხელმძღვანელობით მსოფლიო თასებზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„6 ერში შესვლა დროის საკითხია“ - Planet Rugby ბორჯღალოსნებზე წერს
„6 ერში შესვლა დროის საკითხია“ - Planet Rugby ბორჯღალოსნებზე წერს