იაპონია, ხორვატია, ჰაჯიმე მორიასუ
Aa
Aa

მორიასუ: “ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატია იაპონიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ჰაჯიმე მორიასუმ კომენტარი გააკეთა.

მორიასუ:

„რა თქმა უნდა, დაფიქსირებული შედეგი ჩვენთვის სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა იამაყონ. ისინი მსოფლიოს უდიდეს ასპარეზზე ღირსეულად გამოვიდნენ. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გააგრძელებენ.

მართალია ჩვენ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, მაგრამ გზაზე ესპანეთი და გერმანია დავამარცხეთ. ისინი ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონები არიან და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იაპონიას მსოფლიოს უდიდეს სცენაზე გამარჯვებების მოპოვება შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიას თავისი გმირი ჰყავს. ხორვატთა მეკარემ დომინიკ ლივაკოვიჩმა 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ისტორიაში შევიდა. „დინამო ზაგრების“ კარის დარაჯი, მუნდიალის ისტორიაში გახდა მესამე მეკარე, რომელმაც ერთ მატჩში სამი პენალტი აიღო. პირველად ეს რიკარდომ 2006 წელს ინგლისის წინააღმდეგ გააკეთა, ხოლო მეორედ 2018-ში კვლავ ხორვატმა სუბაშიჩმა დანიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 მოგერიება და 3 მეკარე - ისტორიული და საინტერესო ფაქტები ხორვატიის მატჩიდან
3 მოგერიება და 3 მეკარე - ისტორიული და საინტერესო ფაქტები ხორვატიის მატჩიდან