ლუკა მოდრიჩი, ხორვატიის ნაკრები
Aa
Aa

„მადლობა ლივაკოვიჩს. საოცრებები ჩაიდინა“ - მოდრიჩი მატჩის შემდეგ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები იაპონიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დროდა დამატებითი ტაიმები 1:1 დასრულდა, საფეხბურთო ლატარეაში კი ძლიერები ზლატკო დალიჩის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ. ხორვატებმა პენალტების სერია 3:1 მოიგო და მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა, ლუკა მოდრიჩმა განვლილი მატჩი HRT-სთან შეაფასა.

რა თქვა მოდრიჩმა:

როგორც ჩანს, დრამის გარეშე წარმატების მიღწევა არ შეგვიძლია, მაგრამ მეოთხედფინალში გასვლა ძალიან გვიხარია. დღეს დავინახეთ, რომ იაპონიის მხრიდან ესპანეთისა და გერმანიის დამარცხება შემთხვევითი არ ყოფილა. გამარჯვება ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა. ჩვენი ჩვეული ფეხბურთი ვითამაშეთ, პირველ ტაიმში 2-3 კარგი შანსი გვქონდა და რომ გამოგვეყენებინა უფრო უკეთესი მიმართულებით წავიდოდით. როდესაც გოლი გავუშვით, მალევე დავბრუნდით თამაშში და თერთმეტმეტრიანებამდე მივედით, სადაც ლივაკოვიჩმა საოცრებები ჩაიდინა.

განსაკუთრებულად ლივაკოვიჩი უნდა შევაქო. მან აჩვენა, რომ დიდებული მეკარეა და მეოთხედფინალში გაგვიყვანა. დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე დღევანდელ შეხვედრაზე უკეთეს დონეზე ვიქნებით. ამ მატჩს მოუთმენლად ველით.

შეგახსენებთ, რომ ¼ ფინალში ხორვატიის ნაკრების მეტოქე ბრაზილიასა და სამხ. კორეის ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია“ - ლივაკოვიჩი მატჩის შემდეგ
“ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია“ - ლივაკოვიჩი მატჩის შემდეგ