იაპონია, ხორვატია
Aa
Aa

დალიჩი: “ხორვატია ცუდად არასდროს შეაფასოთ“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ხორვატია იაპონიას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ზლატკო დალიჩმა კომენტარი გააკეთა.

დალიჩი:

„რთული მატჩი ვიხილეთ, მაგრამ ყველაფერი მაღალი ხარისხის იყო. რეალურად, კარგად ვითამაშეთ. მსოფლიოს 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ნამდვილად დიდი შედეგია. ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენი მეტოქე დიდი ენერგიით იყო სავსე. იაპონელთა დაღლა შეუძლებელია. ის პრობლემებიც რაც შეგვექმნა, ჩვენი ბრალი იყო. მოკლე პასების დროს ბურთი ხშირად დავკარგეთ.

ამან კი ჩვენს კარში გოლი გამოიწვია. ხორვატია ცუდად არასდროს შეაფასოთ. შეიძლება ჩვენ პატარა ერთი ვართ, მაგრამ ამასთანავე მამაცები, მებრძოლები და ერთგულები ვართ. ეს ყველაფერი ბოლო წუთებამდე შევინარჩუნეთ. ბიჭების გამძლეობამ და რწმენამ შედეგი გამოიღო.“

შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიას თავისი გმირი ჰყავს. ხორვატთა მეკარემ დომინიკ ლივაკოვიჩმა 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ისტორიაში შევიდა. „დინამო ზაგრების“ კარის დარაჯი, მუნდიალის ისტორიაში გახდა მესამე მეკარე, რომელმაც ერთ მატჩში სამი პენალტი აიღო. პირველად ეს რიკარდომ 2006 წელს ინგლისის წინააღმდეგ გააკეთა, ხოლო მეორედ 2018-ში კვლავ ხორვატმა სუბაშიჩმა დანიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 მოგერიება და 3 მეკარე - ისტორიული და საინტერესო ფაქტები ხორვატიის მატჩიდან
3 მოგერიება და 3 მეკარე - ისტორიული და საინტერესო ფაქტები ხორვატიის მატჩიდან