ხვიჩა კვარაცხელია, სტეფან შვოხი
Aa
Aa

„რაც ხვიჩამ შეძლო, ამას არავინ ელოდა“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტეფან შვოხმა რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუს დროს „პარტენოპეის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ვეტერანმა იტალიელმა ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ მას გუნდის წარმატებულ შედეგებში დიდი როლი მიუძღვის.

რას ამბობს შვოხი:

კვარაცხელიამ წარმოუდგენელი რამ შეძლო, ამას არავინ ელოდა. ის შესანიშნავი პიროვნებაა, აქვს განსაკუთრებული თვისებები, იტანს გოლებს და მნიშვნელოვანი როლი აქვს თანაგუნდელებისთვისაც. ის გუნდისთვის გადამწყვეტი მოთამაშე გახდა და ვფიქრობ, ამ დონეზე გაგრძელებას შეძლებს.

რაც შეეხება საჩემპიონო შანსებს, ვფიქრობ ეს თავიდან ბოლომდე „ნაპოლიზე“ იქნება დამოკიდებული. „იუვენტუსს“ ბოლო შედეგებიდან გამომდინარე მცდელობა ექნება, რომ ასეთი სვლა გააგრძელოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს „ნაპოლიზეც“ იქნება დამოკიდებული. თუ გუნდი ისე გააგრძელებს თამაშს, როგორც სეზონის პირველ ნაწილში, სხვებისთვის რაიმე წარმატებაზე ფიქრი რთული იქნება.

ცნობისთვის, სტეფან შვოხი „ნაპოლიში“ 1999-2000 წლებში თამაშობდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 57 მატჩში 28 გოლი გაიტანა. კარიერის დიდი ნაწილი მას „ვიჩენცაში“ აქვს გატარებული, სადაც 2001-2008 წლებში 220 მატჩი ჩაატარა და 72 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ ადგილს დავკარგავთ“ - ნეაპოლში Drake-ის წყევლის ეშინიათ
„პირველ ადგილს დავკარგავთ“ - ნეაპოლში Drake-ის წყევლის ეშინიათ