ესპანეთი, ლუის ენრიკე, მაროკო
Aa
Aa

ენრიკე: “ჩემთვის პენალტების სერია ლატარია არ არის“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთი მაროკოს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ფურია როხას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ?

„ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 10 წუთი გვქონდა. 10 წუთი 270-დან და თქვენ მხოლოდ ცუდს უყურებთ. ამ მომენტისთვის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. სათამაშო იდეას არ შევცვლით. მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებას ვაპირებთ, რადგან ჩვენ ახლა უმაღლესი დონის ნაკრებს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს ვუპირისპირდებით. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.

ამბობენ, რომ ჩემი ფეხბურთელები ხშირად კარში არ ურტყამენ. მათთვის მე ეს არ ამიკრძალავს. უბრალოდ ჩვენი სათამაშო ფილოსოფია ყველასგან განსხვავდება. ახლა შედეგზე არ ვნერვიულობ. ყველაზე მეტად მინდა, რომ საქმე კარგად შევასრულოთ. თუ ეს ასე მოხდება, აუცილებლად გავიმარჯვებთ და მჯერა, რომ ეს შეგვიძლია.

ერთი წლის წინ, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პენალტებში ძალიან ბევრი ევარჯიშათ. ჩემთვის, თერთმეტმეტრიანების სერია ლატარია არ არის. თუ ამაზე ბევრს ივარჯიშებ და კარგი მეკარე გეყოლება, წარმატებას მიაღწევ. ესპანეთსა და მაროკოს შორის კარგი ურთიერთობაა. ესპანეთში უამრავი მაროკოელი ცხოვრობს და ამით ბედნიერი ვარ. თუ ვინმე ჩვენს მოწინააღმდეგეს სერიოზულად არ აღიქვამს, ეს ესპანეთი ნამდვილად არ გახლავთ.“

შეგახსენებთ, რომ მაროკომ თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ესპანეთმა მეორე. აქედან გამომდინარე ეს ნაკრებები ერთმანეთს მერვედფინალში ხვდებიან. მატჩი 6 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კეში: „მბაპეს გამო ფეხები დამეწვა, კილიანი საოცრად სწრაფია“
კეში: „მბაპეს გამო ფეხები დამეწვა, კილიანი საოცრად სწრაფია“