ვლადიმირ კლიჩკოს მეტოქე ციხეში მოხვდა
Aa
Aa

ვლადიმირ კლიჩკოს მეტოქე ციხეში მოხვდა

შოტლანდიის პოლიციამ დააპატიმრა ბრიტანელი მძიმეწონოსანი ტაისონ ფიური. როგორც BoxingScene იუწყება, ამის მიზეზი გახდა მოკრივის გამოუცხადებლობა სასამართლოზე, სადაც უნდა განხილულიყო საქმე ავტოსაგზაო წესების დარღვევის შესახებ.

2014 წლის შემოდგომაზე ფიურიმ შოტლანდიის ქალაქ კარუტერსტაუნან ახლოს ტრასაზე დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბა. ის საკუთარი ავტომობილით საათში 145 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა, იმ დროს, როცა დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 96 კმ/სთ-ს უდრიდა.

მოკრივემ საპატიმროში რამდენიმე დღე გაატარა, რის შემდეგაც სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართა. სიჩქარის გადაჭარბებისთვის ფიურის მოუწევს 400 ფუნტის ოდენობის ჯარიმის გადახდა, გარდა ამისა, ორი თვით ჩამოერთვა მანქანის მართვის უფლება.

ბრიტანელი მოკრივე WBO-ის ვერსიით ტიტულის აუცილებელი პრეტენდენტია და წელს ამ საკრივო ორგანიზაციის ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს უნდა შეხვდეს. ბრძოლის ჩატარება ამა წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

2 მეტრი და 6 სანტიმეტრი სიმაღლის ფიურიმ პროფესიულ რინგზე ჩატარებული 24-დან ბრძოლიდან ყველა მოიგო, აქედან 18 - ნოკაუტით.

ცხელი ამბები