არგენტინა, ავსტრალია, გრემ არნოლდი
Aa
Aa

არნოლდი: “იმედი მაქვს, ავსტრალიაში ჩვენით იამაყებენ“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. „ალბისელესტეს“ მხრიდან თავი ლეო მესიმ და ხულიან ალვარესმა გამოიჩინეს. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ენცო ფერნანდესმა ჩაჭრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეჰემ არნოლდმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა არნოლდმა?

„ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ამაყი უნდა ვიყო. ჩვენ მსოფლიოში მესამე საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ. მესის პირველი გოლი კი საოცარი იყო. იმედი მაქვს, ავსტრალიაში ყველა პატივს სცემს იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მინდა, რომ ჩვენით იამაყონ. ამის მიზეზი ნამდვილად მივეცით.

არგენტინამ ჩვენს წინააღმდეგ საუკეთესოდ ითამაშა. ვფიქრობ, ჩვენი და მათი ყოველი მომდევნო დაპირისპირება გაცილებით ძლიერი და სანახაობრივი ხდება. ჩვენ უდიდესი ტალანტების და სახელების წინააღმდეგ ვითამაშეთ. არგენტინა საფეხბურთო ერია და მათ წინააღმდეგ ასპარეზობა შთამაგონებელია.“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელმაც აშშ-ს 3:1 მოუგო. ამ გუნდების მატჩი 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - მესი ავსტრალიის დამარცხების შემდეგ
“კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით“ - მესი ავსტრალიის დამარცხების შემდეგ