არგენტინა, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი: “რთული დღე და რთული თამაში იყო“

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. „ალბისელესტეს“ მხრიდან თავი ლეო მესიმ და ხულიან ალვარესმა გამოიჩინეს. ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ენცო ფერნანდესმა ჩაჭრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ალბისელესტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სკალონიმ?

„ძალიან რთული თამაში და რთული დღე იყო. დასვენებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა და პოლონეთთან მატჩის შემდეგ ძალები ბოლომდე ვერ აღვიდგინეთ. დღევანდელი დაპირისპირება ფიზიკურობის თვალსაზრისით ყველაზე რთული იყო. მესიმ ყველა დაარწმუნა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა.

ლეო ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ გულშემატკივრებმა მას უდიდესი ბიძგი მისცეს და უსიტყვო მხარდაჭერა გამოუცხადეს. ჩვენ გვინდა ვიყოთ აქ იმის გამო, თუ როგორ გრძნობებს განვიცდით და რას ვიღებთ გულშემატკივრებისგან. ეს ყველაფერი ამად ღირს. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ!“

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელმაც აშშ-ს 3:1 მოუგო. ამ გუნდების მატჩი 9 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუშიშვილის რინერთან გამარჯვება გაუქმებულია - ფრანგი წერილს აქვეყნებს
თუშიშვილის რინერთან გამარჯვება გაუქმებულია - ფრანგი წერილს აქვეყნებს