Aa
Aa

ვესინო "ინტერთან" ახლოსაა

ფლორენციის „ფიორენტინას“ 25 წლის შემტევმა მატიას ვესინომ მილანის „ინტერთან“ 4 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომლის მიხედვითაც სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

Sky Italia-ს ცნობით, სატრანსფერო მოლაპარაკებები გრძელდება და „ინტერი“ „ფიორენტინას“ სთავაზობს, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხა 24 მილიონ ევროს, ორ ნაწილად გადაუხდის - 12 მილიონს ტრანსფერის გაოფიციალურებისთანავე, ხოლო დარჩენილ 12 მილიონს მომავალი წლის ზაფხულში.

მატიას ვესინო ფლორენციურ გუნდს 2013 წელს ურუგვაული „ნასიონალიდან“ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები