ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ამ გუნდს ისტორიის თავიდან დაწერა შეუძლია“ - დი ნაპოლი სპალეტის გუნდზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფორვარდმა, არტურო დი ნაპოლიმ, რომელიც კლუბში 1995-97 წლებში თამაშობდა, რადიო CRC-სთან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტის გუნდზე ისაუბრა. ნეაპოლური კლუბი მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ლიდერობს და სკუდეტოსთვის იბრძვის. მისი თქმით, კლუბს ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს:

„ნაპოლი“ რამდენიმე მიზეზს აჩვენებს, რომ გუნდი კონკურენტუნარიანია. „ნაპოლის“ აქვს ოცნება და შეუძლია ქალაქისა და კლუბის ისტორია თავიდან დაწეროს.

კვარაცხელია? მის შესახებ ცოტამ იცოდა. „ნაპოლის“ ნამდვილი ტოპ მოთამაშე ლუჩანო სპალეტია, რადგან გუნდს მკაფიოდ განსაზღვრული კოდებით ათამაშებს, ის ფეხბურთელებს ენთუზიაზმს გადასცემს. მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაიმატა, მაგრამ ასე ძლიერ „ნაპოლის“ არ ველოდი.

ნეაპოლური გუნდის სიძლიერეა სათადარიგოთა სკამი. გარდა ტაქტიკური კოდებისა, „ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე ჰყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობისას თამაშში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლიათ.

„ნაპოლიში“ ვხედავ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც უპირატესობასა და სახიფათო მომენტებს ქმნიან. ტაქტიკური ჰარმონია შესანიშნავია, მაგრამ განსხვავებას მოთამაშეები ქმნიან. ფეხბურთი ასეთია, ერთი ერთის წინააღმდეგ და რომელ გუნდსაც ჰყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ინდივიდუალური დუელების მოგება შეუძლიათ, ეს შესაძლებლობა გუნდისთვის 3 ქულის მომტანია“.

„ნაპოლიმ“ სერია ა ორჯერ მოიგო (1986-87, 1989-90), ამ სეზონში სკუდეტოს მესამედ მოგების რეალური შანსი აქვს.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 1-თვიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა, ახლა „ნაპოლისთან“ ერთად თურქეთშია და ამხანაგური შეხვედრებისთვის სრულფასოვნად ემზადება.

ხვიჩას მდგომარეობის შესახებ Corriere dello Sport-თან „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რაფაელე კანოჩიომ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა:

კვარა გუნდში უკვე დაბრუნდა და ის სრული დატვირთვისთვის მზადაა. ზურგის ტკივილმა გაიარა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა.  რაც შეეხება რაჰმანის, მასთან მუშაობას ვაგრძელებთ და სწრაფად ვპროგრესირებთ. ვგეგმავთ, რომ ის 4 იანვარს, „ინტერთან“ მატჩისთვის დაბრუნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურგის ტკივილმა გაიარა“ - ნაპოლის ექიმმა კვარას მდგომარეობაზე ისაუბრა
„ზურგის ტკივილმა გაიარა“ - ნაპოლის ექიმმა კვარას მდგომარეობაზე ისაუბრა