ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„თოფურია რომ ვნახო, ყბას მოვამტვრევ“ - პიმბლეტი UFC-ის სასტუმროში არ დარჩება

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC 282-ზე იჩხუბებს და ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდება. ღონისძიება აშშ-ს დროით, 10 დეკემბერს გაიმართება და თოფურიას გარდა, ოქტაგონზე პედი პიმბლეტიც გავა, რომელსაც „ელ მატადორთან“ კონფლიქტი აქვს.

ბოლოს, როცა ისინი UFC-ის სასტუმროში ერთად იმყოფებოდნენ, ცნობილი ინციდენტი მოხდა და ამის გამო, პიმბლეტი UFC-ის სასტუმროში დარჩენას აღარ აპირებს. ეს ბრიტანელმა თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ არ სურს, ისევ პრობლემებში გაეხვიოს.

„UFC-ის სასტუმროში არ დავრჩები და სახლს ვიპოვი. არაფერში მჭირდება, სასტუმროში სოკოებთან და ხელის სადეზინფექციო ხსნარ ბიჭთან ერთად ყოფნა. თოფურია რომ ვნახო, ყბას მოვამტვრევ. ამიტომ, თავს მისგან შორს დავიჭერ და პრობლემებში არ გავეხვევი“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ 30 ოქტომბერს, ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა. ბრაზილიელმა ვეტერანმა ტრავმა მიიღო და ილია მეტოქის გარეშე დარჩა, რის შემდეგაც მისი და ბრაის მიტჩელის დაპირისპირება ჩაინიშნა. პიმბლეტს რაც შეეხება, იგი ჯარედ გორდონს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურგის ტკივილმა გაიარა“ - ნაპოლის ექიმმა კვარას მდგომარეობაზე ისაუბრა
„ზურგის ტკივილმა გაიარა“ - ნაპოლის ექიმმა კვარას მდგომარეობაზე ისაუბრა