„რაული კულეა“ - ბარსელონას პროვოკაციული ბანერი მადრიდში ფან-შოპის გახსნამდე
Aa
Aa

„რაული კულეა“ - ბარსელონას პროვოკაციული ბანერი მადრიდში ფან-შოპის გახსნამდე

კატალონიის „ბარსელონამ“ ისტორიაში პირველად, თავის საგულშემატკივრო მაღაზია მადრიდში გახსნა.

გახსნის ცერემონიალს გუნდის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი ხული გიუ და „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ლუის გარსია სანსი დაესწრნენ.

საგულისხმოა, რომ მაღაზიის გახსნამდე, „ბარსელონამ“ ბილბორდზე „რეალის“ ლეგენდის, რაულ გონსალესის პროვოკაციული ბანერი განათავსა, წარწერით - „რაული კულეა“.

საკუთარი პროდუქციის გაყიდვის მიზნით კლუბი გეოგრაფიულ გაზრდას გეგმავს და ისტორიულ გადაწყვეტილებაც სწორედ მადრიდით დაიწყო.

კლუბის ოფიციალური მაღაზია ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში არენალს ქუჩაზე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნს კროოსი მოუნდა და მტკიცე უარიც მიიღო
ბაიერნს კროოსი მოუნდა და მტკიცე უარიც მიიღო