დიდიე დეშამი
Aa
Aa

“ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი მივეცი“ - დეშამმა წააგების მიზეზია ხსნა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საფრანგეთი ტუნისთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დეშამმა?

„არ ვიცი იყო, თუ არა თამაშგარე მდგომარეობა. სიტუაცია გაიწელა და სიხარული გაგვიქრა. ვფიქრობ, კარგი დასასრული დავიმსახურეთ. პრობლემები ჩემი არჩეული შემადგენლობის გამო შეგვექმნა. 4 დღეში ყველაფერს გამოვასწორებთ. ტრავმების საშიშროება იყო, რადგან ორი მატჩი დიდი ინტენსივობით ჩავატარეთ.

სხვა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება მივეცი. დღევანდელმა მატჩმა საშუალება მომცა ბევრი განსხვავება დამენახა. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანი მიღწეულია, რაც ჯგუფიდან გასვლას ნიშნავს. ახლა ძალების აღდგენის დროა. წინ მერვედფინალია.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ჯგუფიდან ავსტრალია გავიდა. „მამლები“ მერვედფინალში D ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდებიან. ცნობისთვის, D ჯგუფში საუდის არაბეთი, არგენტინა, პოლონეთი და მექსიკა იმყოფებიან.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფავორიტები არასდროს ვართ, ეს კარგია“ - სუარესი გერმანიასთან მატჩის წინ
“ფავორიტები არასდროს ვართ, ეს კარგია“ - სუარესი გერმანიასთან მატჩის წინ