რიო ფერდინანდი, კილიან მბაპე, კაილ უოკერი
Aa
Aa

ფერდინანდი: უოკერი ერთადერთია ვისაც მბაპეს განეიტრალება შეუძლია

კილიან მბაპე ამჟამად მსოფლიოში ბევრის აზრით ყველაზე სახიფათო შემტევად ითვლება და ამაში ლოგიკა ნამდვილად არის.

კილიანის შეჩერების გზებზე არაერთი სპეციალისტი ფიქრობს და ბევრი ვეტერანი ფეხბურთელიც თავის მოსაზრებას აფიქსირებს. ამჯერად მბაპეს განეიტრალებაზე რიო ფერდინანდმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ერთი-ერთზე მხოლოდ კაილ უოკერი თუ გააჩერებს.

„ვფიქრობ, კაილ უოკერი ერთადერთი მცველია პლანეტაზე, რომელიც მზად არის უთხრას მბაპეს: „მშვენიერია, ერთი ერთი - მოდი წავედით!"

ის თავის შესაძლებლობებში თავდაჯერებული იქნება. ევროზე ვნახეთ როგორც ითამაშა. მას საკმარისად სჯერა საკუთარი თავის, რომ ეს გააკეთოს და ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია. ვფიქრობ ასეა",

- ამბობს რიო ფერდინანდი.

შეგახსენებთ, რომ ორი სეზონის წინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „სიტისა“ და პსჟ-ს შორის გამართულ დაპირისპირებებში უოკერმა მბაპეს განეიტრალება მართლაც შეძლო და თან ეს საკმაოდ დამაჯერებლად გააკეთა.

დანი ალვეშის რჩევა მბაპეს

„მბაპე არის ფენომენი, რომელსაც ჯერ არ გაუცნობიერებია, რომ შეტევაში მის გვერდით უფრო ფენომენალური ფეხბურთელები თამაშობენ. ნეიმარი და მესი უნიკალურები არიან. ისინი ხედავენ და აკეთებენ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვერ აკეთებენ. დიდმა მოთამაშემ ყოველთვის უნდა იცოდეს და გაიგოს, ვისთან ერთად გადის მოედანზე. თანაგუნდელები თვისებების კიდევ უფრო უკეთ გამოვლენაში გვეხმარებიან.

მბაპემ მესის და ნეიმარს პასები რომ გაუკეთოს, პსჟ 150 გოლს გაიტანდა“. 

-ამბობს დანი ალვეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა