გერმანია, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არ არის“ - ფლიკის მატჩისწინა კომენტარი

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანია კოსტა რიკას ხვდება. ბუნდეს ნაკრებს, ჯგუფიდან გასასვლელად, როგორც მინიმუმ გამარჯვება სჭირდებათ. მატჩის წინ, ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„შემიძლია დავადასტურო, რომ რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს კოსტა რიკასთან მე გერმანიის ნაკრებში ვრჩები. კონტრაქტი 2024 წლამდე მაკავშირებს და მოუთმენლად ველი ევროპის ჩემპიონატს. თუმცა იქამდე ჯერ დიდი დროა. გვსურს თამაში მალე მოვკლათ, რათა მეორე მატჩზე გავლენა მოვახდინოთ.

ვფიქრობ, კოსტა რიკა დაცვაში თამაშს ამჯობინებს. ჩვენ კი ზუსტად ისე უნდა შევუტიოთ, როგორც ეს ესპანეთთან გავაკეთეთ. სატურნირო ცხრილს, რომ ჩავხედოთ ჩვენს მოწინააღმდეგეს მერვედფინალში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს. ფრე ჩვენთან და ესპანეთის გამარჯვება. ამის წინააღმდეგ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ.

ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. გვინდა, რომ გოლი სწრაფად გავიტანოთ. კოსტა რიკას პატივს ვცემთ, რადგან ესპანეთთან განადგურების შემდეგ საკმაოდ ძლიერ იაპონიას მოუგო. ეს ადვილი არ არის. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ზეწოლას არ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ გზაზე ვდგავართ.“

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ, გერმანიას 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. გერმანიისა და კოსტა რიკის დაპირისპირება პირველი დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მასთან ვარჯიში ვის არ ენდომება?“ - ჩავის და კრუიფს მესის დაბრუნება სურთ
“მასთან ვარჯიში ვის არ ენდომება?“ - ჩავის და კრუიფს მესის დაბრუნება სურთ