რომან დოლიძე
Aa
Aa

„თუ გაიმარჯვებს, ტოპ 10-ში მოხვდება“ - რას წერს UFC-ის საიტი დოლიძეზე

UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე თუ შეხვალთ, მთავარ გვერდზე ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ფოტოს დაინახავთ. დოლიძეს ოქტაგონზე თბილისის დროით, 4 დეკემბერს ვიხილავთ და იგი ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება. ჩხუბამდე რამდენიმე დღით ადრე, UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც აღზევების გზაზე მყოფი მებრძოლები გამოარჩიეს. ავტორმა 3 მებრძოლი დაასახელა, რომელთა ჩხუბიც არ უნდა გამოვტოვოთ და ერთ-ერთი მათგანი რომანია.

„ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 11 მოგება და 1 მარცხია და დოლიძე ჰერმანსონთან ჩხუბს კარიერის 2 საუკეთესო გამოსვლით ხვდება. ოქტომბრის ბოლოს, მან ფილ ჰოუსი დაანოკაუტა, ხოლო ივნისში კაილ დაუკაუსი 73 წამში დააფინიშა. დოლიძეს თავისი დივიზიონისთვის სათანადო გაბარიტები აქვს, ბოლო ორ ჩხუბში გვაჩვენა, რომ ბრძოლის ნაადრევად დასასრულებლად საჭირო ძალით გამოირჩევა და ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია, რადგან MMA-ის მებრძოლი 2016 წელს გახდა.

სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, დოლიძის მომდევნო 3 ჩხუბი არც თუ ისე სანახაობრივი იყო, რამაც გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს 34 წლის მებრძოლის შესახებ კონკრეტული ხედვები გაუჩინა. დოლიძემ მათი წარმოდგენები დაუკაუსთან შეცვალა, ჰოუსთან კი დაამტკიცა, რომ კაილთან მოპოვებული დომინანტური გამარჯვება ერთეული გამონაკლისი არ ყოფილა. თუ მან ჰერმანსონი დაამარცხა, შანსი ექნება, ტიტულის მოგების კანდიდატთა სიაში აღმოჩნდეს.

ეს დოლიძესთვის ბრწყინვალე შანსია და მისი წარმატებული სვლიდან და რეიტინგიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მოკლე ვადაში ბრძოლას დათანხმდა. გამარჯვების შემთხვევაში, იგი წელს ზედიზედ მოპოვებული 4 მოგებით დაასრულებს და უდიდესი ალბათობით, ტოპ 9 მებრძოლს შორის მოხვდება. თუ ვერ გაიმარჯვა, მას არავინ გააკრიტიკებს, რადგან რთული გამოწვევა მიიღო, რომლისთვის მოსამზადებლადაც ცოტა დრო ჰქონდა“.

შეგახსენებთ, რომ ჰერმანსონი გამოცდილი მებრძოლია. მას 30-ჯერ უჩხუბია, UFC-ში კი 2016 წლიდან ასპარეზობს. ჰერმანსონს ისეთი მეტოქეები ჰყოლია, როგორებიც ჯარედ კანონიერი, კელვინ გასტელამი, მარვინ ვეტორი, შონ სტრიკლენდი და კრის კურტისი არიან.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყვრიმალისა და ორბიტალური ძვლის მოტეხილობა - დოლიძის ექს-მეტოქე მიღებულ ტრავმებზე
ყვრიმალისა და ორბიტალური ძვლის მოტეხილობა - დოლიძის ექს-მეტოქე მიღებულ ტრავმებზე