კუადრადო: ფალკაოს „ჩელსიში“ გადმოსვლით მოხარული ვიქნები
Aa
Aa

კუადრადო: ფალკაოს „ჩელსიში“ გადმოსვლით მოხარული ვიქნები

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა, ხუან კუდრადომ მისი თანამემამულის, რადამელ ფალკაოს გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ რადამელი კლუბშიც მისი თანაგუნდელი იქნება.

„ძალიან გამიხარდება, თუ ფალკაო კლუბშიც ჩემი თანაგუნდელი გახდება. ის საკმაოდ კარგი თავდამსხმელი და შესანიშნავი პიროვნებაა. ვნახოთ რა მოხდება მომავალში. ახლა კი ორივე ჩვენგანი მხოლოდ და მხოლოდ ბრაზილიის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვართ ორიენტირებულნი“ - განაცხადა კუადრადომ

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ფალკაომ არენდის წესით, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა. 29 წლის ფორვარდმა მონაწილეობა 25 მატჩშში მიიღო და მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები