ერთა ლიგის ნახევარფინალები და ფინალი ნიდერლანდებში გაიმართება
Aa
Aa

ერთა ლიგის ნახევარფინალები და ფინალი ნიდერლანდებში გაიმართება

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გვაუწყა, რომ ერთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრები ნიდერლანდებში გაიმართება. ნახევარფინალებსა და ფინალურ შეხვედრებს როტერდამი და ენსხედე უმასპინძლებენ.

როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ოთხეულს შორის ნიდერლანდების, ხორვატიის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები მოხვდნენ. 2023 წლის იანვარში, უეფას შტაბ-ბინაში წილისყრა გაიმართება და ნახევარფინალური წყვილები გაირკვევა. ნახევარფინალურ შეხვედრებს 2023 წლის 14 და 15 ივნისს ვიხილავთ, ხოლო ფინალი 18 ივნისს არის ჩანიშნული.

აღსანიშნავია ისიც, რომ უეფას აღმასრულებელმა დირექტორმა 2023 წლის ფუტსალის ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობაც დაასახელა. ტურნირს უნგრეთი უმასპინძლებს და მატჩები 2023 წლის 16-19 მარტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა
რონალდუმ პირს მორგანს გასახდელიდან მისწერა, რომ გოლი მან გაიტანა