ბრაზილიის ნაკრები, შვეიცარიის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

კაზემიროს ეფექტური გოლით - ბრაზილიამ ისევ მოიგო და მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდა

მსოფლიო ჩემპიონატზე, G ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩში ერთმანეთს ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

Stadium 974-ზე გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბრაზილიის მინიმალური სხვაობით გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

პირველი ნახევარი მეტნაკლებად უღიმღამო იყო. მართალია ბრაზილიელებმა რამდენჯერმე მოახერხეს იან ზომერის კარში ზუსტად დარტყმა, თუმცა რეალური საგოლე ეპიზოდი არ შექმნილა. საპასუხოდ კი შვეიცარიელებს ალისონის კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით, თამაშის მეორე ნახევარი შედარებით დინამიური იყო, თუმცა ბრაზილიელებს რეალური ეპიზოდის შექმნა უჭირდათ. „სელესაოს“ კარისკენ შვეიცარიელებმაც გაიწიეს, თუმცა შეხვედრა ზუსტი დარტყმის გარეშე დაასრულეს.

თავდაპირველად, ანგარიში 64-ე წუთზე ვინისიუსმა გახსნა, თუმცა მთავარმა მსაჯმა გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

შვეიცარიის ნაკრები მთელი თამაშის განმავლობაში ორგანიზებულად იცავდნენ თავს და რომ არა კარლოს კაზემიროს ბრწყინვალე მოქმედება, დიდი ალბათობით შეხვედრა ნულოვანი ფრითაც დასრულდებოდა. 83-ე წუთზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზომერის კარის მიმართულებით ყუმბარისებული დარტყმა შემოგვთავაზა, რაც საბოლოოდ გოლითა და ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

2 ტურის შემდეგ, G ჯგუფში ბრაზილიის ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს. მეორე პოზიციაზე 3 ქულით შვეიცარიის ნაკრები იმყოფება, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი 1-1 ქულით კამერუნისა და სერბეთის ნაკრებები ინაწილებენ.

დასკვნით ტურში ბრაზილია კამერუნის ნაკრებს დაუპირისპირდება, შვეიცარია კი სერბეთს შეხვდება. ორივე მატჩი 2 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6-გოლიანი თრილერი - კამერუნმა სერბეთს 1:3-დან გაუთანაბრა
6-გოლიანი თრილერი - კამერუნმა სერბეთს 1:3-დან გაუთანაბრა