ხვიჩა კვარაცხელია, რობერტო კარლოს სოსა
Aa
Aa

„სპალეტი სიმშვიდეს აძლევს, თავი უნდა დავანებოთ“ - სოსა კვარაცხელიაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო კარლოს სოსამ CalcioNapoli24-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაპოლიში“ თამაშისას იტალიაში 30-40 არგენტინელი ფეხბურთელი გამოდიოდა, შემდგომში კი მათი რიცხვი შემცირდა, თუმცა არგენტინელებს დნმ-ში აქვთ ბოლომდე ბრძოლის სულისკვეთება.

„როცა იტალიაში სათამაშოდ ჩამოვედი, 30-40 ძლიერი არგენტინელი ფეხბურთელი თამაშობდა. მათ იცოდნენ გუნდური მუშაობა, პიროვნული და საფეხბურთო თვისებები ჰქონდათ, ისინი არასდროს ნებდებოდნენ, შემდგომში არგენტინული ფეხბურთის ხარისხი გაუარესდა, მაგრამ ისტორიულად ჩვენ გვაქვს ეს ხასიათი დნმ-ში“.

კითხვაზე, მასზე როგორი შთაბეჭდილება დატოვა კვარაცხელიამ, არგენტინელი ასე პასუხობს: 

„უნდა ითქვას, რომ მას დრო სჭირდება, ის 21 წლისაა საქართველოდან, ჩვენ ის მარტო უნდა დავტოვოთ, თავი უნდა დავანებოთ, მას სიმშვიდე სჭირდება. სპალეტის მასთან ბრწყინვალედ ურთიერთობა აქვს და მას სიმშვიდეს აძლევს. ანალოგიურად, ლობოტკა, მარიო რუი, ოსიმენი, სიმეონე, რასპადორი, და სხვები მუშაობენ სიმშვიდით, რაც შემდეგში ვლინდება სათამაშო დღეს.

ინსინიე დავიწყებული არაა, მან 100-ზე მეტი გოლი გაიტანა, არ მიყვარს შედარებები, ინსინიეს თამაშით სიამოვნებას ვიღებდი, ახლა კვარაცხელიას მომენტია, ის აკეთებს რაღაც ექსტრაორდინალურს“.

სოსას აზრით, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება შეუძლია: „ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ იანვარი გადამწყვეტი იქნება, თებერვალში ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება, თუ „ნაპოლი“ „იუვენტუსთან“ 10-ქულიან სხვაობას შეინარჩუნებს, სკუდეტოს მოიგებს“.

სერია ა-ში „ნაპოლი“ 41 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას „მილანი“ 33 ქულით იკავებს, „იუვენტუსის“ აქტივში 31 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დესაიმ კვარა აბუჩად აიგდო და არ შეიმჩნია: „მეეჭვება ნაპოლიმ ეს შეძლოს“
დესაიმ კვარა აბუჩად აიგდო და არ შეიმჩნია: „მეეჭვება ნაპოლიმ ეს შეძლოს“